
სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა საია-ს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ.
მისი თქმით, საია-ს სარჩელის მიხედვით, დღეს უკვე ჩანს, რომ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.
„ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია საია დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან. სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად. ახლა ვითარება იმგვარად არის, რომ დარჩენილ მცირედ ნაწილშიც, კითხვები აქვს სასამართლოს. პირველი კითხვაა ის, თუ რამდენად ლეგიტიმურია საია, სარჩელის წარსადგენად.
საია-ს სარჩელის მიხედვით ჩანს, რომ ის ვერ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ. საია-ს ეს ავანტიურა თავიდან ბოლომდე ემყარებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.