რეზონანსი
24.01.2026

მცხე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ მუხ­რან­ში მომ­ხდარ სრო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი. შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ მოხ­და.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე პირი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა და მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც შსს-ში აცხადებენ, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით, 109-ე და 236-ე, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს მუხ­რან­ში შე­სას­ვლელ გზა­საც. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ატა­რე­ბენ დამ­ნა­შა­ვის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×