
ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში. ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გამომუშავებას, საცხოვრებელი სახლების გათბობას და ხელს უწყობს სამრეწველო საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით ბუნებრივი აირი ფართოდ გამოიყენება, გლობალურად არსებული მარაგები არათანაბრად არის გადანაწილებული ქვეყნებს შორის. ასე მაგალითად, Visual Capitalist-ის თანახმად, მხოლოდ სამი ქვეყანა - რუსეთი, ირანი და კატარი - აკონტროლებს მსოფლიოში დადასტურებული ბუნებრივი აირის რეზერვების ნახევარს.
ამასთანავე, მხოლოდ რუსეთი 1.3 ტრილიონ კუბურ ფუტზე მეტ ბუნებრივი აირის დადასტურებულ მარაგებს ფლობს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, ევროკავშირის გაზის იმპორტის დაახლოებით 40-45% რუსეთიდან მოდიოდა, თუმცა 2025 წლის ნახევრისთვის ეს წილი დაახლოებით 13-19%-მდე შემცირდა.
TOP-10 ქვეყანა, რომელიც ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს, ასე გამოყურება:
რუსეთი - 1.320 ტრილიონი კუბური ფუტით;
ირანი - 1.133 ტრილიონი კუბური ფუტით;
კატარი - 871 ტრილიონი კუბური ფუტით;
თურქმენეთი - 480 ტრილიონი კუბური ფუტით;
აშშ - 445 ტრილიონი კუბური ფუტით;
ჩინეთი - 296 ტრილიონი კუბური ფუტით;
ვენესუელა - 221 ტრილიონი კუბური ფუტით;
საუდის არაბეთი - 212 ტრილიონი კუბური ფუტით;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 209 ტრილიონი კუბური ფუტით;
ნიგერია - 193 ტრილიონი კუბური ფუტით.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგები არ გააჩნია, ხოლო 2025 წელს ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა წარმოებული.