რეზონანსი
24.01.2026

მუხრანში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ­წარ­სულ­ში მომხდარ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მოტივი შურისძიება გახდა.

ამასთან, როგორც ადგილობრივი აცხადებს, გარდაცვლილი ორი მამაკაცია, სავარაუდო დამნაშავე კი, ფეხით გადაადგილდებოდა.

„ჩვენი სოფლელი ორი ბიჭია მოკლული, ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. მანქანაში ჩაცხრილეს ორივე. მიზეზი არ ვიცი. რაც შევიტყვე ის არის, რომ ჩაცხრილა ისინი ვიღაცამ, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ზურა და გია იყვნენ ერთად. როგორც ვიცი, ზურას გვარი შეცვლილი აქვს, რადგან საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ და შეიძლება სხვა გვარი ჰქონდეს, ზურა დაოჯახებულია, 42 წლის იქნება. გია მგონი მასზე უფროსია. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. რატომ გაიმეტეს ისინი მოსაკლავად, არ ვიცი”, - აცხადებს ადგილობრივი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით, 109-ე და 236-ე, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს მუხ­რან­ში შე­სას­ვლელ გზა­საც. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ატა­რე­ბენ დამ­ნა­შა­ვის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

წყარო:AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×