რეზონანსი
25.01.2026

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნია იმნაძის დედა მიმართვას ავრცელებს:

"მე ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი მეპასუხა იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა ჩემი შვილის - ნია იმნაძის მიმართ, თუმცა არ ვსაუბრობდი ვინაიდან ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილეზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. მე არ მინდოდა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე სიტუაციის უფრო სენსიტიურად ქცევა და მიუხედავად ჩემი შვილის სიმართლისა ვითვალისწინებდი საზოგადოების წინასწარგანწყობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ემპათია გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ამიტომ ვდუმდი. 

ჩვენ პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემი შვილის ნიას  უდანაშაულობაში - თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ნახავდნენ საქმის მასალებს დარწმუნდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მიმართ ბრალდებები მკვლელობის შეკვეთანსთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.

გაშავების შესაძლებლობა აქამდე არ მქონდა?! შენ ვერ მიხვდი ჩემი სიჩუმის რეალურ მიზეზს, არ გაჩერდი, ახლა კი ხალხი მთხოვს პასუხს. 

მე არ მაქვს საქმის მასალები და ვერ გავასაჯაროვებ! შენ გაქვს! თუ სიმართლეა რასაც ამბობ, ამოიღე როგორც თავად თქვი მეცხრე ტომის 190-200 გვერდები და ვიდეო ჩანაწერი, ხოლო დანარჩენი საქმის მასალა გაასაჯაროვე სრულად, მათ შორის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადვოკატის თქმით საქმეში უნდა იდოს! არც მე არ მინდა კინო, ისედაც გული მისკდება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასრუწლოვნები და მათი ოჯახები გაუბედურდნენ! მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას არ იზამ, იმიტომ რომ იტყუები! 

შენ ბოროტად იყენებ საზოგადოების თანაგრძნობას და საზოგადოებას აქეზებ, რომ მკვლელობა ჩაიდინონ. დედის რძე უნდა არწყევინო თურმე ჩემს შვილს იმ სიმართლისთვის რისი აღიარებაც შენ არ გინდა.

მივმართავ საზოგადოებას!

რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროვებინა!

რისთის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი?  

16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროვებენო? 

რისთვის ლანძღავთ? ბავშვებს ასწავლით, რომ მათზე 12 წლით უფროსი ადამიანი თუ შეუსაბამოდ იქცევა ხმა არ ამოიღონ? ეუბნებით, რომ ყველა შემდგომი შედეგი მათი პასუხისმგებლობაა? გაჩუმდნენ და მოითმინონ? 

ისე გადაუარეთ ჩემს შვილს, რომ არც კი გიკითხავთ იცოდა თუ არა რაიმე ან ვინმეს დაავალა თუ არა რამე?

გაასაჯაროვე საქმის მასალები და თუ შენს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალური აღმოჩნდება, მე ჩემს შვილს ჩემი ხელით მივიყვან პოლიციაში!" - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა, თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×