რეზონანსი
25.01.2026

„ფაქტმონიტორის" ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, მინეაპოლისში გამართულ საპროტესტო აქციებზე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების შესახებ წერს, რომლის ფარგლებში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს, პროტესტის ორი მონაწილე კი სროლის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც თოფურია აღნიშნავს, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, უცნაური სიჩუმეა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რომელიც სხვების შიდა საქმეებში ჩარევით არის ცნობილი.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ასობით დაპატიმრება და ორი ფატალური სროლა მოხდა.

მიუხედავად ამისა, უცნაური სიჩუმეა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რომელიც ცნობილია სხვების შიდა საქმეებში ჩარევით. მათი მხრიდან არანაირი კრიტიკა ან დაგმობა არ ისმის", - წერს თოფურია X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×