
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება სატრანზიტო მარშრუტთან დაკავშირებით, „ყველაფერს ანგრევს", რასაც საქართველომ 1990-2000 წლებში მიაღწია.
სააკაშვილის თქმით, საქართველო უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხშია.
„ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ.
საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება, ან ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმებით, ან მაფიოზი ივანიშვილის მარწუხებიდან თავის დაძვრენით და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე, ხელახლა გასვლით", - წერს სააკაშვილი.