რეზონანსი
25.01.2026

ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს.

ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვის მიზნით, ევროკავშირი რუს დიპლომატებს ავალდებულებს, აკრედიტირებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ ამ მგზავრობის შესახებ ხელისუფლებას. ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელშიც აღნიშნული დიპლომატები საქმიანობენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ დამატებითი ნებართვები.

ევროკავშირის ცნობით, მანამდე შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა რუს დიპლომატებს შესაძლებლობას აძლევდა „მონაწილეობა მიეღოთ ფარულ საქმიანობებში, როგორიცაა ჯაშუშობა და დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის თაობაზე, რათა არასწორი წარმოდგენა შეექმნათ საზოგადოებისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×