რეზონანსი
25.01.2026

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად ესხმის თავს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს და ლიეტუვის პრეზიდენტს ამის შესახებ, ასევე უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის - ლიეტუვამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინის ქალაქებსა და თემებს თითქმის ასი გენერატორის გადაცემით. ასევე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობა, თავდაცვის ერთობლივი პროექტები და ლიეტუვას წინადადება ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის შექმნის შესახებ, PURL-ის ინიციატივის მხარდაჭერა და SAFE ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობა", - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, შეხვედრის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიპლომატიის საკითხიც იყო.

„გავუზიარე უახლესი დეტალები მშვიდობისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, აბუ დაბიში გამართული შეხვედრების ჩათვლით, რომლებშიც მონაწილეობდნენ უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციები. უკრაინა, როგორც ყოველთვის, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რათა ომი დასრულდეს", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში დღეს ჩავიდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×