
პროცესმა ჩაიარა ჰუმანიზმის მაღალი თვალსაზრისით, რაც პრინციპში წარმოადგენს შეწყალების არსს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებმა იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი მონანიებაა, თუმცა, მათგან ეს ნაბიჯი არ გადადგმულა.
„სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის მონანიება, ხოლო არც ერთ ამ პატიმართაგან სამწუხაროდ ეს ნაბიჯი არ გადადგმულა. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ შექმნეს ილუზია, დადგეს სცენა, რომ კიდევ ერთხელ საკუთარი რადიკალიზმისთვის ხაზი გაესვათ და ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი საკუთარ თავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.