რეზონანსი
25.01.2026

საქართველოსთან დაკავშირებით სულ რამდენიმე საკვანძო ფიგურა გვახსენდება, ვისაც განსაკუთრებულად ნეგატიური როლი ჰქონდა და ეს ნამდვილად არის კაია კალასი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი არის კრებსითი კაია კალასები, ადამიანებიც ვინც არა საკუთარ ერებს, ამომრჩეველს და ევროკავშირის ინტერესებს წარმოადგენენ, არამედ წარმოადგენენ სულ სხვა ჩრდილოვან ინტერესებს.

„ის [კაია კალასი] ამბობდა, ყველანაირი დემოკრატიის საბაზისო პრინციპის დარღვევით, რომ „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას“. წარმოუდგენელია, როდესაც ელემენტარულად გესმის დემოკრატიის მუშაობის პრინციპი და ხალხის არჩეულ მთავრობას არ აღიარებდე, რაზეა საერთოდ საუბარი. ბრიუსელი არის კრებსითი კაია კალასები, ადამიანებიც ვინც არა საკუთარ ერებს, ამომრჩეველს და ევროკავშირის ინტერესებს წარმოადგენენ, არამედ წარმოადგენენ, როგორც ჩანს, სულ სხვა ჩრდილოვნა ინტერესებს. შედეგად მათ შეძლეს და მოახერხეს, რომ ევროკავშირს უკვე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ სვამენ მაგიდასთან და როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, მათ უნდა იაქტიურონ, რომ რაღაც მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ მათ სურთ რუსეთთან და პუტინთან შეხვედრა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×