რეზონანსი
26.01.2026

პროდუქტებზე ფასების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, სურსათზე მაღალი ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

"ფასების კლებას ჩვენ ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია. ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, იმიტომ, რომ ხელოვნურად იყო ეს ფასები ასეთი მაღალი. რომ არა კარტელური გარიგებები და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მონოპოლიებს ფლობენ ფაქტობრივად, არ მოხდებოდა ასე ტვირთის დაწოლა საქართველოს მოქალაქეებისთვის," - აღნიშნავს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე.

პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. უკვე სახელდება სავარაუდო დროც, როცა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს - და ეს დრო აპრილია.

პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×