რეზონანსი
26.01.2026

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

კანონპროექტი წარადგინა პარტია „რენესანსის“ წევრმა, ლორ მილერმა. კანონპროექტი 15 წლამდე ბავშვებისთვის კრძალავს როგორც სოციალური მედიის, ასევე საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონპროექტი სოციალური მედიის შესახებ, რათა ის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელის აკრძალვას განიხილავს, პარალელურად კი ფიქრობენ, რომ სკოლებში ტელეფონების გამოყენება გამკაცრდეს.

ამასთან, გასულ თვეში ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ, შეამცირონ ის რისკები, რაც ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას უკავშირდება, ასევე გამოიკვლიონ ეკრანთან გატარებული დროის გავლენა მათ განვითარებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×