რეზონანსი
26.01.2026

„ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ ნაცებზე, ვისაც დღემდე ნაცების ნაყიდი ნიფხავი გაცვიათ, ნაცების დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხვრობთ“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე და ამბობს, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილს, ვარდენ მაჭავარიანს გულისხმობს.

წითლიძე მოუწოდებს, ვინმემ მიშა მაჭავარიანს გადასცეს, რომ „შვილს ასწავლოს საიდანაც ჭამდნენ მანდ არ აფურთხებენ“.

„ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ ნაცებზე, ვისაც დღემდე ნაცების ნაყიდი ნიფხავი გაცვიათ, ნაცების დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხვრობთ.

ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ.

მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს საიდანაც ჭამდნენ მანდ არ აფურთხებენ, არაკაცობაა ეგ.

ისე მიშა მაჭავარიანი მადას შევარდნაძის დროსაც არ უჩიოდა“, - წერს ანა წითლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×