რეზონანსი
26.01.2026

ჩვენ არ გვინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის.

„პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ შესაძლო კარტელურ გარიგებებს, ამაზე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას. არ გვინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. მთავარია, მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×