რეზონანსი
26.01.2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაში მამუკაშვილის მსგავსი ადამიანების ლიდერობის გამოა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან და სხვის ტრაგედიაზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სპეკულირებენ.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციონერ აქტივისტს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მსგავსი მცდელობა, ესეც წყლის ნაყვაა.

"ეს ერთუჯრედიანი ლიდერად რომ ჰყავს დღევანდელ განულებულ ოპოზიციას, იმიტომ აქვს საქმე კარგად. ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს, აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა. ამჯერადაც ასე მოხდა, დატრიალდა ტრაგედია, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში საკუთარი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს, ავტომობილში იპოვეს წერილიც, ეს პირველადი მონაცემია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, მაგრამ მამუკაშვილს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მცდელობა ესეც წყლის ნაყვაა, რადგან სიმართლე ერთია და ისიც დღევანდელი ხელისუფლების მხარესაა.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×