რეზონანსი
26.01.2026

ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ მტყუან-მართალი ერთადერთი მიზეზის გამო იმიტომ, რომ რეალურად ისინი ყველანი მტყუანი არიან ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წითლიძე-მაჭავარიანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, ეს არის მათი უუნარობა, ოპოზიციურ ფლანგში რაიმე ფორმით მოიპოვონ მხარდაჭერა, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც წარსული ასევე დღევანდელობა იმდენად კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ მხარდაჭერის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი და გამორიცხულია.

„როგორც ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერა, მშობლების და შვილების ურთიერთობებზე აქცენტის გამახვილება, რაც დამახასიათებელია იმ მორალისგან დაცლილი პოლიტიკისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ანა წითლიძე აქტივისტ ვადო მაჭავარიანს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მწვავედ აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ მაჭავარიანის შვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ვადო მაჭავარიანმა ერთ -ერთ ვიდეოში „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე და დანაშაულებზე ისაუბრა. წითლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ვადო მაჭავარიანს მიმართავს და მიხეილ მაჭავარიანის წარსულ საქმიანობაზე წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×