რეზონანსი
26.01.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ანგარიში წარადგინა. ეს ომის დასრულების შესახებ სამმხრივ ფორმატში გამართული პირველი დიალოგი იყო. შეხვედრებზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, პირველ რიგში სამხედრო, რაც აუცილებელია ომის დასასრულებლად. ასევე, განხილული იქნა რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებიც კვლავ მოუგვარებელი რჩება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, მიმდინარე კვირაში ახალი სამმხრივი შეხვედრებისთვის მზადება მიმდინარეობს.

„შემდგომი დიპლომატიური მუშაობის ჩარჩო განვსაზღვრე. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×