
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, მაშინ ოცნება გააგრძელეთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. აშშ-ის ნატო სჭირდება. იმისთვის, რომ აშშ უსაფრთხოდ დარჩეს, მათ უსაფრთხო არქტიკა, ევროპა და ევროატლანტიკური რეგიონი სჭირდებათ", - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია.
„ის ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულამდე გაზრდა არასდროს მოხდებოდა", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.