რეზონანსი
27.01.2026

თავისი ქვეყანა გააუქმა, თქვა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს და რუმინეთს უნდა შეუერთდეს. რა მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა მოელოდე, რომ რაიმე პოზიტიურ იტყვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ.

მეორე საკითხია ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა კანდიდატებს შორის. სიღატაკის დონე, რომელიც მოლდოვაში არსებობს, იმის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს, რომ ოდესმე მისი პოზიცია ან რაიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. და ასეთ უტიფარ განცხადებას აკეთებს ჩვენთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×