
ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია, ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების შესახებ, რომ ,,რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
„მაია სანდუ, ქალი, რომელმაც, საკუთარი განცხადებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობა, დახურა ოპოზიციური მედიები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები და მისი არჩევნებში გამარჯვება კითხვებს ბადებს, თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს ,,რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო”.
მისი ეს განცხადება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ცარიელ “შინაარსზე” გადის.
ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი.
ის პოლიტიკოსები, ვისთვისაც მაია სანდუ ანგარიშგასაწევი ფიგურაა, არ საჭიროებენ რაიმე დამატებით შეფასებას, ისედაც ცხადია მათი პოლიტიკური დავალებაცა და მრწამსიც.“ - წერს მეგრელიშვილი.