რეზონანსი
28.01.2026

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ერ-რიადი არ დაუშვებს მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას, მემკვიდრე პრინცმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად „ნებისმიერი ძალისხმევის მიმართ, რომელიც უთანხმოებებს დიალოგის გზით მოაგვარებს“.

ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, პეზეშკიანმა ბინ სალმანთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ომებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×