რეზონანსი
28.01.2026

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-ს აღწევს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვით გამოწვეული შეფერხებების გამო აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 550 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 ადამიანი ქუჩებში გარდაცვლილი იპოვეს.

„ჯერჯერობით არ ვიცით, ყველა შემთხვევა ჰიპოთერმიას უკავშირდება თუ არა, მაგრამ ყველა ნიუ-იორკელი მზადყოფნაში უნდა იყოს“, - აღნიშნა მამდანიმ.

ასევე, მამდანის თქმით, დაახლოებით 500 უსახლკარო პირი, რომლებიც ქუჩებსა და მეტროში ცხოვრობენ, პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა.

უამინდობის გამო სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2190 ავიარეისი გაუქმდა და 4630-ზე მეტი გადაიდო.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე და მომდევნო კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×