რეზონანსი
28.01.2026

მასშტაბური ავარია რუმინეთში - ბერძნული საფეხბურთო კლუბ "პაოკის" გულშემატკივრების გადამყვანი მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, მძღოლი და ექვსი მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა დაღუპული საბერძნეთის მოქალაქე იყო. როგორც რუმინული მედია იუწყება, ისინი სალონიკიდან იყვნენ.

ფაქტის ამსახველი კადრები სხვა მანქანის ავტორეგისტრატორმა დააფიქსირა. ავტოავარიის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც ათი პირი იმყოფებოდა, საბერძნეთიდან საფრანგეთში მიემგზავრებოდა "უეფას" ევროპის ლიგის მატჩზე, რომელიც "ლიონსა" და "პაოკს" შორის უნდა გამართულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×