რეზონანსი
28.01.2026

ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა და დებატებში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ყველა მხარესთან დებატებისთვის და მიაჩნიათ, რომ დებატის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა, ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ნიშნავს.

ამასთან, ყურადღებას ამახვილებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება დებატების მოსმენის შემდეგ.

„პარტია „მემარცხენე ალიანსი“ დებატებისთვის მზად არის როგორც ხელისუფლებასთან, ისე რადიკალურ ოპოზიციასთან. ამომრჩეველი, რომელიც დებატის მოსმენის გარეშე აკეთებს არჩევანს, ის ან მოსყიდულია, ან ჰიპნოზის ქვეშაა. დებატის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“- აღნიშნავენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×