რეზონანსი
28.01.2026

სამართალდამცავებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც სასურსათო მაღაზიებს ძარცვავდა და შემდეგ ნაქურდალს სავაჭრო ობიექტებში აბარებდა. პოლიციამ 6 პირი დააკავა, მათ შორის, არასრულწლოვნები და ის მოვაჭრეები, რომლებიც მოპარულ პროდუქციას შემდგომში რეალიზაციის მიზნით იბარებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, სქემას ჯგუფის ლიდერი ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის სპეციალურად არჩევდა არასრულწლოვნებს, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ მოზარდებს. თანხის ძირითადი ნაწილიც სწორედ მასთან მიდიოდა. ამ დროისთვის უკვე დალუქულია მაღაზიები, სადაც მოპარულ პროდუქციას აბარებდნენ.

„რომ გამოვედი მაღაზია გატეხილი დამხვდა, რკინის კონსტრუქციით იყო ფანჯარა ჩამტვრეული. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 3 ადამიანია შემოსული, გაქცევა მოასწრეს. წაღებულია ბლოკებით სიგარეტები, ფული და ვისკი ორი სახის. 2 000 ლარამდე ზარალი ვნახე. პოლიციაც იყო მოსული, ამოიღეს კამერის ჩანაწერები, გამომკითხეს, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ვენდობი გამოძიებას და იმედი მაქვს, დამნაშავეებს მალე დაიჭერენ. გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, 20 დღის წინაც გამქურდეს, მაშინ 2 500 ლარი ვიზარალე“, - აცხადებს გაქურდული მაღაზიის მეპატრონე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×