რეზონანსი
28.01.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. იმსჯელეს დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ადვოკატებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა არც პროკურორი და არც მოსამართლე შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. 2025 წლის 1 ოქტომბერს, პედაგოგ გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. მიყენებული დაზიანებების გამო, ის 23 დღე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ავალიანის საქმეზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×