რეზონანსი
28.01.2026

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დილით „დოიჩე ბანკის“ ფრანკფურტის სათავო ოფისსა და ბერლინის ფილიალში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.ფრანკფურტის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფულის გათეთრების ეჭვს უკავშირდება. საქმე ეხება ბანკის „ჯერჯერობით დაუდგენელ პასუხისმგებელ პირებსა და თანამშრომლებს“.

გამოძიების მთავარი ფიგურანტი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია, რომელიც ევროკავშირის მიერ 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი.

გამომძიებლების ვერსიით, აბრამოვიჩი „დოიჩე ბანკის“ კლიენტი იყო, ხოლო ბანკმა დროულად არ წარადგინა ანგარიშები საეჭვო აქტივობების შესახებ, რომლებიც აბრამოვიჩის კომპანიებს უკავშირდებოდა.

„დოიჩე ბანკში“ დაადასტურეს, რომ მათ ოფისებში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები მართლაც მიმდინარეობს. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი „სრულად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან“, თუმცა სხვა დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×