რეზონანსი
28.01.2026

ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ჩამოერთმევა პასპორტი და აეკრძალება საზღვრის გადაკვეთა პროკურორის ნებართვის გარეშე.

პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ილია ღუდუშაურს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების 70 მანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა. გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია, თუმცა, ბრალდებულმა ტენდერი უკანონოდ შეწყვიტა. ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა, ის მოარგეს ერთ კონკრეტულ პრეტენდენტს და ღუდუშაურის ნაცნობს. სამინისტრომ ამ კომპანიას, სულ ცოტა, 2 მილიონით მეტი გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×