რეზონანსი
28.01.2026

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯეიხუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა, შედეგად 2 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. 

"უკვე არ შემიძლია. დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა დაგვეღუპა მარნეულში. ისევ ავტოსაგზაო შემთხვევა და ისევ სიჩქარე. BMW ტიპის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა და ადგილზევე ორი ახალგაზრდა დაიღუპა. 

ტრაგედიის ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაიდარი.

ხალხო, რა ხდება ვინმე გამოასწორებს ამ უბედურებას?!" - წერს ჯეიხუნ მუჰამედალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×