რეზონანსი
28.01.2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა,  რომლის თქმითაც - “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით,  მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით აუქმებს მოლდოვის სუვერენიტეტს. 

„ცოტა კომიკურია ქალბატონი სანდუს მხრიდან, ახლო წარსულს რომ გადავავლოთ თვალი და არ წავიდეთ მის შორეულ განცხადებებსა და ქმედებებში, ეს არის ქალბატონი, რომელიც ოფიციალურად აუქმებს, მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ასე განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი. ძალიან კარგად  ვხედავთ, ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ თავის  ქვეყანაში მოვა დრო და მას და მისნაირ ძალებს, მათ პატრონებს, გაეცემათ შესაბამისი პასუხი, მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ იმ ქმედებებისთვის, რასაც თავის ქვეყანას უკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×