რეზონანსი
28.01.2026

ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც მიზეზი ამ კომისიის მოსმენის გადადებისა - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ჰელსინკის კომისიაზე" დაგეგმილი მოსმენის უამინდობის მიზეზით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას. 

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ჰელსინკის კომისიის“ არსის გააზრების შემდეგ შეუძლებელი ხდება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების გაკეთება. 

„სარწმუნოობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სიმართლეზე, ობიექტურობაზე და აქ მოგვყავს „ჰელსინკის კომისია“, კარგად გავიხსენოთ ის ფიგურანტები, რომლებიც იყვნენ დამბეზღებლები, ზოგი ეთნიკურად ქართველი და ზოგი არაქართველი ამ კომისიაზე. ზოგადად „ჰელსინკის კომისიის“ არსი რომ გავიაზროთ სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ კომისიის ზოგადად მუშაობა, მათი დასკვნები, თითოეული გაჟღერებული ფრაზა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეთნიკურად ქართველი მოღალატეების და მათივე პატრონების მხრიდან, რომლებიც ადიუტანტებად ახლდნენ ალბათ აშშ-ში, ერთია, რომ შეურაცხმყოფელია და მეორე, ზუსტად ის დამოკიდებულება გვაქვს, როგორი მიზეზითაც გადაიდო ჰელსინკის კომისიის „მესამე რაუნდი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×