რეზონანსი
30.01.2026

ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი და ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების შესახებ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება.

კოჭლოშვილს მიაჩნია, რომ ეს ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა.

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს. ესტონეთში დარეგისტრირებულმა ქართულმა NGO-მ OSCE-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების მოთხოვნით მიმართეს.

ეს არის რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა - ანტისახელმწიფოებრივი, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელება, ხმაურიანი კამპანია ნულოვანი შედეგით, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა.“ - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×