
ამერიკულ მედიაში გავრცელდა ფედერალურ ოფიცრებთან დაპირისპირების დროს მოკლული აქტივისტის, ალექს პრეტის კადრები. ვიდეო-მასალაში, რომელიც ფატალურ ინციდენტამდე 10 დღით ადრეა გადაღებული, ჩანს რომ ალექს პრეტი ფედერალურ ოფიცრებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება და მათ კუთვნილ ავტომობილს აზიანებს.
ამ კადრებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მისი თქმით, პრეტი აგიტატორი და, შესაძლოა, ამბოხებულიც იყო, რომლის რეიტინგიც ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.
„ალექს პრეტის, პროვოკატორისა და, შესაძლოა, ამბოხებულის რეპუტაცია მკვეთრად დაეცა ვიდეოს პუბლიკაციის შემდეგ, სადაც ის უყვირის და სახეში აფურთხებს მიგრაციის სამსახურის ძალიან წყნარ და გაწონასწორებულ თანამშრომელს, ხოლო შემდეგ წიხლებს ურტყამს ძვირადღირებულ სამთავრობო მანქანას. ის იმდენად ძლიერად ურტყამს, რომ მანქანის უკანა ფარი დაიმსხვრა“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.