
"ფაქტმონიტორის" ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ტექნიკურ უნივერსიტეტზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, რომ ფაქტობრივად, ისტორია გადაწერეს და გამოდის, რომ არა თსუ, არამედ, სტუ ყოფილა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
თოფურია ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სტუდენტებს უხარიათ, "თსუ"-სთან შეერთება, ლექტორები კი ჩხუბობენ.
"ტექნიკურ უნივერსიტეტზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტი არ ყოფილა, გეპეი ყოფილა პირველი ქართული უნივერსიტეტი, ისტორია გადაწერეს ფაქტობრივად.
მეორე ამბავია, რომ სტუდენტებს უხარიათ, თესეუელები გავხდითო და ლექტორები ჩხუბობენ.
და მესამე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებით ნახევარზე ბევრად ნაკლები სტუდენტი სწავლობს თურმე, სამაგიეროდ თეოლოგია, სამართალი და ასეთი მიმართულებები, იცოცხლე." - წერს ვახტანგ თოფურია.