რეზონანსი
30.01.2026

აი, ასეთი ხალხი რა ნამუსით უკითხავს საზოგადოებას მორალს? - ამ სიტყვებით ჟურნალისტი ლიზა გეგჭკორი, ქართველი „იუთუბერის“, კაკოს, იგივე ნიკა კაკოიშვილის რუსეთში მოგზაურობის ფაქტს ეხმიანება.

გეგეჭკორის განცხადებით, „იუთუბერი“ კაკო არის სთრიმერი, რომელიც აზარტულ თამაშებს, კაზინოების დაფინანსებით, ლაივში იმიტომ თამაშობდა, რომ ამ ყველაფერში ბავშვებიც ჩაეთრია.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ე.წ სთრიმერები იმიტომ თამაშობდნენ ლაივში აზარტულ თამაშებს, რომ კაზინოები უხდიდნენ ფულს, ამავდროულად მათივე ფულით თამაშობდნენ და ძირითადად ბავშვების ამ ჯოჯოხეთში ჩათრევას ცდილობდნენ, აბა ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს ამით ვერ აიყოლიებ, ხოდა დამდგარა ახლა ეს და რაღაცას მორალისტობს, წადი რა ბიძი, იიუთუბერე და იმოგზაურე, ან თუ გინდა სარს წამოეცვი, ოღონდ ისე, რომ იმ ტვირთის აზიდვა, რასაც ვერ აწევ, არც კი სცადო“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×