რეზონანსი
30.01.2026

ევროპული საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა Euronews-ს განუცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს „პირფერობის დიპლომატია“ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ „სრულ მარცხს“ გამოიწვევს. შარლ მიშელმა ხაზგასმით ასღნიშნა, რომ მარკ რუტემ უნდა შეწყვიტოს „ამერიკის აგენტობა“ და გააერთიანოს დასუსტებული სამხედრო ალიანსი აშშ-ის მხრიდან მომავალი „მტრული რიტორიკისა“ და „დაშინების“ წინაშე.

„მინდა, სიცხადე შევიტანო: მარკ რუტე იმედგაცრუებას იწვევს და მე მის მიმართ ნდობას ვკარგავ. არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა. მე მოველი, რომ ის ნატო-ს შიგნით ერთიანობაზე იმუშავებს. ჩვენ ვაწყდებით დაშინებას, ჩვენ ვაწყდებით მუქარებს. ის, რაც გრენლანდიასთან დაკავშირებით ხდება, მიუღებელია და მე მოველი, რომ მარკ რუტე იქნება ძლიერი ხმა ნატოს ერთიანობის დასაცავად“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის „ძალიან ერთგული პარტნიორია“ და „არ იმსახურებს“ ტრამპის ბოლოდროინდელ „ქცევას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×