რეზონანსი
30.01.2026

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე.

„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, დანარჩენი გაგრძელდება პროცესი, კიდევ უფრო საინტერესოა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, პარლამენტი ჩაერთვება თავისი კომისიით სამუშაო პროცესი, მთავრობა განაგრძობს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×