რეზონანსი
31.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×