რეზონანსი
31.01.2026

აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის სენატმა სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

„შათდაუნი“ სენატის მიერ შეთანხმების დამტკიცების შემდეგ რამდენიმე საათში გამოცხადდა. კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ „შათდაუნი“ ხანგრძლივი არ იქნება. კანონპროექტების ნაწილი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს, თუმცა დეპუტატები ორშაბათამდე არ მუშაობენ.

მოსალოდნელია, რომ კონგრესმენები კანონს კენჭს ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე უყრიან. ტელეარხი აღნიშნავს, რომ აშშ-ში არ სურთ „შათდაუნის“ გაგრძელება და 2025 წლის შემოდგომის მოვლენების გამეორება, როცა მთავრობა 43 დღის განმავლობაში არ მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×