
2025 წელს ექსპლუატაციაში 3 393 ობიექტი შევიდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რაოდენობა 5.9%-იან კლებას აჩვენებს, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე: 34.4% - თბილისი; 13% - მცხეთა-მთიანეთი; 11.5% - კახეთი; 8.8% ქვემო ქართლი.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობებიდან უდიდესი ნაწილი (2 112 ობიექტი) საცხოვრებელი დანიშნულების, ხოლო 347 ობიექტი სავაჭრო ტიპის იყოს.
რეგიონების მიხედვით, 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რაოდენობა კი ასე გამოყურება: თბილისი - 1 168 ობიექტი; აჭარა - 119 ობიექტი; გურია - 99 ობიექტი; იმერეთი - 264 ობიექტი; კახეთი - 389 ობიექტი; მცხეთა-მთიანეთი - 442 ობიექტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34 ობიექტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 166 ობიექტი; სამცხე-ჯავახეთი - 175 ობიექტი; ქვემო ქართლი - 300 ობიექტი; შიდა ქართლი - 237 ობიექტი.