რეზონანსი
31.01.2026

ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს. ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„კაია კალასმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის შიდა საქმეებში არ ერევა, რადგან მას არ სურს იყოს ევროკავშირის წევრი, თუმცა ამ დროს საქართველოსთან მიმართებით სხვა სტანდარტი მოქმედებს. გამოდის, რომ დღეს მთავარია არა სიმართლე და ობიექტურობა, არამედ ქვეყნის პოლიტიკური გავლენები. ვხედავთ თუ არა ზუსტად ასეთ მიდგომებს, როდესაც ევროპა აფასებს ქართულ და ამერიკულ აქციებს?“ - მიმართა მას გადაცემის წამყვანმა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, დეზინფორმატორი და ტყუილის გამავრცელებელი არის როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად იაზრებს.

„რა თქმა უნდა, მიდგომა არის ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა თქვენ ჩამოაყალიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო მოწყვლადი იქნება, როდესაც ასეთი ტიპის უსამართლო პრეტენზიები წამოვა და უფრო მარტივი იქნება ჩვენი მოქალაქეების განწყობებზე თამაში, ამით უფრო მეტი მოქალაქის აქციაზე გამოყვანა და ა.შ.

თუმცა, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს, ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკვე აღარ აქვს, ევროპარლამენტარმა ან ევრობიუროკრატმა რაღაც თქვა თუ არა. ის დაფიქრდება, რაც ნათქვამია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ეს ასე არ იყო და ცოტა ზედმეტად საკრალურად ითვლებოდა რაღაც-რაღაცები. ვიღაც ევროპარლამენტარი თუ რამეს იტყოდა, იმას გადამოწმებაც არ სჭირდებოდა. დღეს ასე არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დეზინფორმატორი და ტყუილის გამავრცელებელი არის როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად იაზრებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×