რეზონანსი
31.01.2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

ექსპერტის თქმით, კორუმპირებულ ევროპარლამენტარსაც მალე მიადგება მართლმსაჯულება და სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არა მარტო საქართველოდან.

„საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მიხაელ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში. ამ კორუმპირებულ ევროპარლამენტარს ურჩევნია თავის ჩონჩხებს მიხედოს კარადაში, გაასუფთაოს, თორემ მასაც მიადგება მართლმსაჯულება, სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან“, - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×