რეზონანსი
01.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა.

მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით.

მომსახურების სააგენტოს დირექტორმა გიორგი გუნცაძემ სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×