
პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მე გამოცდებს აღარ ვაბარებ! ეს ეტაპი განვლილი მაქვს…
არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება!!!
ეს ნაცების რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი!!! ოცნების ლაქიებო - თქვენ ბევრნი მაგ დროს ჩირგვებიდან მიყურებდით და ვერ ბედავდით თავის ამოყოფას, ხმას ვერ იღებდით...
მე სიკვდილს იმდენჯერ ჩავხედე თვალებში, თქვენ რამდენჯერაც შიშში იყავით ჩაკარგული და ახლა მე -შიშები არ ვიცი რა არის!!!
ფრთხილად იყავით - შვილებს და ოჯახს თქვენი ტროლ ბოტებით კი არა , სამყაროს ყველა ბნელი ძალა რომ მოიხმოთ - დავიცავ!!!
დაიცავით კანონი, რომელიც ყველა თქვენგანთან მოვა!" - წერს ეკა ბესელია.
გუშინ ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.