რეზონანსი
01.02.2026

რუსებმა იანვარში უკრაინის წინააღმდეგ 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თითქმის ყველა ენერგეტიკის სექტორის, რკინიგზისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაფიქსირებთ რუსეთის მცდელობას, რომ ქალაქებსა და დასახლებებს შორის კავშირი გაანადგუროს. სწორედ ამიტომ, ცის დაცვის საკითხი კვლავ აქტუალურია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს უკრაინაში შექმნილ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და 31 იანვარს უკრაინის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე ისაუბრა.

„მოლდოვასა და უკრაინას შორის ხაზებმა მუშაობა შეწყვიტა. მიზეზების დადგენა გრძელდება, თუმცა არ არსებობს გარე ჩარევის ან კიბერშეტევის მტკიცებულება. სავარაუდოდ, ხაზების გაყინვა და ავტომატური გათიშვა ამინდის პირობებმა გამოიწვია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×