
ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.
"განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, ზოგი შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია მე ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.
იმ პირობებში, როდესაც, მითუმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.