რეზონანსი
01.02.2026

იანვარში ევროპაში გაზის ფასი 36%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე დაახლოებით 30 ევროდან 42 ევრომდე ავიდა. ფასების ამ მკვეთრმა მატებამ მოიცვა როგორც მომდევნო დღის, ისე მომდევნო თვის მიწოდების კონტრაქტები. ექსპერტების მონაცემებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში დაფიქსირებული ანომალიური ყინვების გამო შტატებიდან თხევადი გაზის ექსპორტის შემცირება გახდა.

გაძვირების ფონზე, გერმანიის გაზსაცავების შევსების დონე 32%-ზე დაბლა დაეცა. ქვეყნის უდიდესი გაზსაცავი რედენში 10%-ზე ნაკლებადაა შევსებული. მაშინ როცა ფედერალური ქსელური სააგენტო აცხადებს, რომ სიტუაცია მოლოდინების შესაბამისია და საბითუმო ბაზარზე დეფიციტის ნიშნები არ იკვეთება, სახელმწიფო კომპანია Uniper-ი საფრთხეებზე აფრთხილებს მომხმარებელს და მიიჩნევს, რომ მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად გარანტირებული არ არის.

ფასების შემდგომი დინამიკა თებერვლის ამინდზე იქნება დამოკიდებული, რადგან უახლოეს პერიოდში ყინვებია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიუთითებენ მოსალოდნელ სირთულეებზე ზაფხულშიც, როდესაც გერმანიას მარაგების შესავსებად გაზის დიდი მოცულობების შესყიდვა მოუწევს, რამაც საზაფხულო ფიუჩერსებზე ფასების უჩვეულო მატება უკვე გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×