რეზონანსი
01.02.2026

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს შემუშავება პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების, რომლებიც უკვე 2026-2027 სასწავლო წლისთვის შესაძლებლობას მოგვცემს, დავიწყოთ პილოტირება, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ფუნდამენტურ საგანში, ყველა კლასისთვის იქნება შემუშავებული ახალი სახელმძღვანელოები.

მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა სწავლების 11-წლიან მოდელზე გადადის.

„ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს, იმისთვის რომ მათ სრულფასოვნად შეძლონ მომზადება და ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერის ღირსეულად დაძლევა.

ნებაყოფლობითობის პრინციპზე იქნება მე-12 კლასის არსებობა დამოკიდებული. ვისაც სურვილი აქვს, მეთორმეტე კლასში ისწავლოს, დარეგისტრირდეს. ეს შემოვა უკვე 2027-2028 სასწავლო წლიდან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლეების განათლების პროცესში აქცენტი კეთდება ეროვნულ ღირებულებებზე.

„ასევე, პატრიოტული სულისკვეთება, სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა და ბმა, მეგობრობა, სიყვარული, ტრადიციების პატივისცემა და ის ღირებულებები, რომლებიც ზოგადად, ჩვენი ქვეყნისა და ტრადიციებისთვის ისტორიულად არის დამახასიათებელია“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×