რეზონანსი
02.02.2026

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით,  2026 წლის 7 აპრილს, ქვეყნის ისტორიაში პირველი ლგბტ+ აღლუმი სომხეთის დედაქალაქში გაიმართება და ის 12:00 საათზე დაიწყება.

lgbtq-armenia.com-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "სომხეთი თავის ისტორიაში ახალ, ნათელ და თამამ გვერდს დაწერს", ლგბტქ+ აღლუმის მონაწილეები მსვლელობას ტამანიანის ქუჩიდან დაიწყებენ და რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებენ. 

"ეს აღლუმი გახდება ხილვადობის, თავისუფლების, სიყვარულისა და თანასწორობის ზეიმი, ასევე გახსნილობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის ძლიერი სიმბოლო სომხურ საზოგადოებაში. სომხეთის ისტორიაში პირველად, ლგბტ+ თემი ღიად, ამაყად და მოკავშირეების მხარდაჭერით გამოვა დედაქალაქის ცენტრში," - აღნიშნულია ვებ-გვერდზე, სადაც ხაზგასმულია, რომ აღლუმის ჩატარება შესაძლებელი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. 

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი გეგმავს პირადად დაუჭიროს მხარი ღინისძიებას და ამით ხაზი გაუსვას მის ისტორიულ მნიშვნელობას, ასევე, მის ერთგულებას ღირსებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების მიმართ. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ღიაა ლგბტქ+ მოძრაობის ლეგალიზაციისა და საჯარო სივრცეში გასვლის მიმართ, რათა კიდევ ერთი „პლიუს ქულა“ მიიღოს დასავლური სამყაროსგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×